LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „წინ საოცრად დაძაბული და შთამბეჭდავი დეტექტივი გველოდება“ – კირა ნაიტლი ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე შეუდარებლად გამოიყურება

188
Untitledsdfds

გასულ თვეს, კირა ნაიტლს და მის მთელ ოჯახს კოვიდი დაუდასტურდა. როგორც მსახიობთან დაახლოებული პირი იუწყება, მათ ვირუსი მარტივად გადაიტანეს. გამოჯანმრთელებული კირა ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგა.

ფოტო: კირა ნაიტლის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლონდონის ქუჩებში

მსახიობი კემბრიჯში გადაიღეს, სადაც ფილმის, Boston Strangler (ბოსტონელი მახრჩობელა) გადაღებები მიმდინარეობს. 60-იანი წლების სტილში გამოწყობილი ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურებოდა, ის რეპორტიორის, ლორეტა მაკლაფლინის როლს ასრულებს. რომელიც სერიული მკვლელის, ზედმეტსახელით, „ბოსტონელი მახრჩობელას“ საქმეს იძიებს, მან 13 ქალი მოკლა.

სხვა დეტალები ფილმის შესახებ ჯერჯერობით უცნობია, ტაბლოიდების ცნობით, წინ საოცრად დაძაბული და შთამბეჭდავი დეტექტივი გველოდება.

კირა ნაიტლი ამბობს, რომ კამერის წინ არ გაიხდის, თუ რეჟისორი მამაკაცი იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები