ჩვენი ბავშვობის ყველგანმავლები დღემდე ყველაზე გამორჩეულ მოდელებად ითვლება, რადგან მთავარ დავალებას ისინი ყველაზე კარგად ასრულებენ. მოდერნიზებულ ნივებს სალტეების სიმაღლე საკმაოდ მაღალი აქვთ – 240 მილიმეტრი, რაც შეეხება UAz Hunter-ს მისი სიმაღლე 241 მილიმეტრია.
ავტოექსპერტებმა გადაწყვიტეს მსოფლიო ბაზარი კიდევ ერთხელ შეესწავლათ და ის კროსოვერები შეერჩიათ, რომელთა გაბარიტები თუ სხვა მაჩვენებლები აღნიშნულზე უკეთესი იქნებოდა.
სავარაუდოდ, ამ მოდელების უმრავლესობას ნამდვილი უგზოობა არასდროს უნახავს და რისი მაქნისები არიან ყველაზე რთულ სიტუაციებში ამას ვერ გავიგებთ. თუმცა, მიუხედავად მცირე გამოცდილებისა, მათი ღირებულება ძველ და სანდო ავტომობილებთან შედარებით ძალიან მაღალია.