LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია სრულად განახლდება

272
269606067-3195241340710649-6974437952254162578-n

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, ზუგდიდში, ცენტრალური მოედნის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g