LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: 12 წლის უკრაინელი ბიჭი, რომელიც დედაზე და ბებიაზე ზრუნავს, ადამიანებს შენობების ნანგრევებისგან გასუფთავებაში ეხმარება

174
12 წლის დანიკი

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უამრავ უკრაინელს საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია. უკრაინელების ნაწილმა რუსულ ბომბებს თავი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეაფარა, ნაწილს კი კვლავ უწევს დანგრეულ და განადგურებულ ქალაქებსა და სახლებში ცხოვრება.

მათ შორის ერთ-ერთი 12 წლის დანიკია, რომლის ბავშვობაც ომმა შეწყვიტა. მისი სახლი რუსებმა დაანგრიეს, დედა კი მძიმედ დაიჭრა.

12 წლის ბიჭი ახლა დედასა და ბებიაზე ზრუნავს. მამა და ბიძები კი უკრაინას ფრონტის ხაზზე იცავენ.

სკოლის დაწყებამდე დანიკი ბებიასთან ერთად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც შენობებს ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

ფოტოები: Evgeny Maloletka

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g