დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი საარჩევნო უბნებზე მისვლას და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ცდილობს. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
მომღერალი ზურა ხაჩიძე საარჩევნო უბანზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„ჩემი ოჯახი სრული შემადგენლობით 💙 ხმა მივეცით მშვიდობიან საქართველოს ✔️ წინ ევროპისკენ ღირსებით და კეთილდღეობით!✊🇬🇪“, – წერს ზურა ხაჩიძე.
„ხმა მივეცი მშვიდობას“ – ნინი ქარსელაძე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა
ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
„ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და დავირაზმოთ საერთო მომავლისთვის“ – თამრიკო ჭოხონელიძე