ბრიტანული Vogue-ის ყოფილი რედაქტორისა და მისი დის მიერ დაარსებული ახალი მედია გამოცემის პირველი ნომერი 12 სექტემბერს გამოვა.
ედვარდ და აკუა ენინფულების ახლად შექმნილმა გამოცემამ, მსახიობი, ჯულია რობერტსი წარმოადგინა, როგორც პირველი ბეჭდური გამოცემის, 72 Magazine-ის ყდის ვარსკვლავი. კვარტალური გამოცემა 12 სექტემბერს გამოვა, გავრცელდება მსოფლიოს დიდ ქალაქებში და მხარდაჭერილი იქნება EE72-ის ციფრული პლატფორმის მიერ.
ფოტოები ლონდონში, კრეიგ მაკდინის მიერ არის გადაღებული. ჯულიას იმიჯზე ელიზაბეტ სტიუარტმა იმუშავა, რობერტსი ჟურნალის გარეკანზე „ფიბი ფილოსა“ და Tiffany & Co-ს სამკაულებით პოზირებს. გამოცემას თან ახლავს რობერტსისა და ედვარდ ენინფულის ერთობლივი კადრები.
რედაქციის დირექტორმა, სარა ჰარისმა გამოცემაში რობერტსი აღწერა, როგორც „თანამედროვე ქალის ტიპი, რომლის ფოტოებიც ფილტრის გარეშეა“. მართლაც, ახალ ფოტოზე ჯულია მინიმალური მაკიაჟითაც შეუდარებელია.
უხერხული დამთხვევა – ჯულია რობერტსი და ამანდა სეიფრიდი წითელ ხალიჩაზე იდენტურ „ლუქებში“ გამოჩნდნენ
წითურთმიანი ლამაზმანის გარდასახვა – 57 წლის ჯულია რობერტსი ახალ ფილმში მონაწილეობს – პირველი კადრები
