LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „მან თქვა დიახ!..“ – ხელის თხოვნის ახალი ემოციური კადრები

3811
ირაკლი მთავარზე

ტელესახემ და ბიზნესმენმა ირაკლი მაქაცარიამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მან ხელი სთხოვა რჩეულს მომღერალ ლიზა ჩიჩუას.

ხელის თხოვნა რომანტიკულ ვითარებაში გაიმართა.

ახლახან ირაკლიმ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ხელის თხოვნის ცერემონიაა ასახული და დაწერა: „მან თქვა დიახ!..“

 

ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას ხელი სთხოვა ❤️

ტელეწამყვანმა საცოლეს ულამაზესი ბეჭედი აჩუქა ⤵️
bit.ly/3rWiy8m

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 28 აპრილი, 2022

ვიდეო: ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას ხელი სთხოვა – ტელეწამყვანმა საცოლეს ულამაზესი ბეჭედი აჩუქა

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ლიზამ ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლი მოერია…

წყვილმა საზოგადოებას უკვე საკმაო ხნის წინ გააგებინა, რომ ერთად იყვნენ და აშკარა იყო, რომ დაოჯახებასაც გეგმავდნენ, რადგან ერთმანეთის ოჯახებსაც დიდი ხანია, ახლოს იცნობენ. ირაკლი და ლიზა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან თარიღებს არასდროს გამოჰკლებიან, ოჯახურ წვეულებებზე თუ ერთად რომანტიკულ გარემოში მოგზაურობისას. გუშინ კი მათი ურთიერთობის ახალი ფაზა დაიწყო.

ვიდეო: როგორ აღნიშნა ირაკლი მაქაცარიას შეყვარებულმა 20 წლის იუბილე

ირაკლი მაქაცარია: „მამაკაცი უნდა შედგეს, როგორც მამაკაცი. მას მეტი მოეთხოვება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g