LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „მარიამი სიკეთის, სიყვარულის, გულწრფელობის, ჰუმანურობისა და ნამდვილი მეგობრობის მაგალითია! გისურვებთ უსასრულო ბედნიერებას“ – ქეთი ნოგიევა სოფი ლორენის ვაჟის ქართული ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს

1837
ქეთი ნოგიევა

ჟურნალისტი, ბლოგერი, ქართულ-იტალიური ტელე-რადიო კომპანია „KN TV“-ის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც კარლო პონტის და მარიამ შარმანაშვილის ქორწილში არის გადაღებული. 

ფოტო, ვიდეო: კარლო პონტი ჩოხით და მარიამ შარმანაშვილი ულამაზესი საქორწინო კაბით – ლეგენდარული სოფი ლორენის ვაჟმა და მისმა რჩეულმა ჯვარი საქართველოში დაიწერეს

როგორც ქეთი ნოგიევა წერს, მარიამი სიკეთის, სიყვარულის, გულწრფელობის, ჰუმანურობისა და ნამდვილი მეგობრობის მაგალითია. 

ქეთიმ წყვილს უსასრულო ბედნიერება უსურვა.

„მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ჯვარი დაიწერეს ❤️👰‍♀️🤵🏻
სოფი ლორენის ვაჟის ქართული ქორწილი — სილამაზით, სითბოთი და ემოციებით სავსე დღე ❤️

უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, ძვირფასო Mariam Sharmanashvili❤️
გილოცავთ მთელი გულით! 🎉👰‍♀️

როცა შენი ხმოვანი შეტყობინება მივიღე, უსაზღვროდ ემოციური იყო… 

შენ ხარ სიკეთის, სიყვარულის, გულწრფელობის, ჰუმანურობისა და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი ❤️

შენ და კარლოს, გისურვებთ უსასრულო ბედნიერებას. ყოველთვის იბრწყინეთ, იკაშკაშეთ და იყავით ერთმანეთის ძლიერი საყრდენი 💫
ძალიან მიყვარხარ ❤️

სიყვარულით, ქეთი

ფოტოებზე კი, ჩემი წარმომადგენელი, ჩემი ქალიშვილი ევაკო — ნეფე-პატარძალთან ერთად ❤️“, – წერს ქეთი ნოგიევა.

ვიდეო: თამარ ივერი მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის ქორწილში – საოპერო მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g