LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: რა ხდებოდა ირანში, როდესაც სოლეიმანის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს

491
BeFunky-collage (1)

ყასემ სულეიმანის ცხედარი ირანში ჩაასვენეს. ქალაქ აჰვაზის ქუჩებში გარდაცვლილი გენერლისთვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი გამოვიდა.

სოლეიმანის მკვლელობამ თავისი მნიშვნელობით აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისა და ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაც დაჩრდილა.ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ ყასემ სოლეიმანი იდგა.

სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა კადრებს, სადაც ხალხის ნაკადები ქუჩაში ხმამაღლა ლოცულობდა და შიიტი მუსლიმებისთვის დამახასიათებელი წესით მიაგებდა პატივს გარდაცვლილს.

ვაშინგტონი თეირანის მოსალოდნელი რეაგირებისთვის აქტიურად ემზადება.

ვითარების დეესკალაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი ირანს 52 სამიზნე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც. მუქარის შემცველი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა. ტრამპის თქმით, „ თუ ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი“.

ტრამპი ირანს აფრთხილებს: აშშ-მ 52 ირანული ობიექტი მიზანში ამოიღო

"ირანი თუ შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი"

მანამდე ირანი დაიმუქრა, რომ უკვე განსაზღვრა 53 ამერიკული სამიზნე ახლო აღმოსავლეთში, რომელზეც შურისძიების მიზნით, იერიშს მიიტანს.

ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე კი რიგი ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ერაყსა და ირანში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები