LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: წალენჯიხაში სწავლა საზეიმო განწყობით და სიურპრიზებით დაიწყო: “აქ ყველა სკოლამ დააკმაყოფილა რეკომენდაციები”

463
BeFunky-collage - 2020-09-15T165917.233

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულმა 30-თივე საჯარო და ერთმა კერძო სკოლამ დღეს სწავლა არა ონლაინ რეჟიმში, არამედ საკლასო ოთახებში დაიწყო. ამის შესახებ “ფორტუნასთან” მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლირა ღურწკაიას განმარტებით, განხორციელდა მონიტორინგი და ყველა სკოლამ დააკმაყოფილა ის სავალდებულო რეკომენდაციები, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სულ 30 საჯარო  და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. ყველა საჯარო სკოლაში სწავლა დღეს დაიწყო არა ონლაინ რეჟიმში, არამედ საკლასო ოთახებში. ყველგან  დაცულია ის რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა. განხორციელებულია ყველა სკოლაში მონიტორინგი ადგილობრივი თვითმართველობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი რესურსტრცენტრის ჩართულობით” – განაცხადა ლირა ღურწკაიამ.

დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო

მისივე თქმით, გამონაკლისი არც წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა იყო. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, სწავლა დღეს განახლდა.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს ყველა შესაბამისი პირობა შეუქმნა. მათ ამის ამსახველი ფოტოები სკოლის ფეისბუქ გვერდზე განათავსეს.

როგორც “ფორტუნასთან” საუბარში ღურწკაია აცხადებს, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საზეიმო განწყობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები