LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო

186
118702741-4565769130107463-5462220201598167388-o

დღეიდან საჯარო და კერძო სკოლებსა და უმაღლეს სააწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პროცესი ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში 2 კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

მსხვილ ქალაქებში სწავლა გადაიდო

ამასთან, ყველა კლასისა და საგნისთვის დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი “ტელესკოლა” განახლდება.

“წლევანდელი სასწავლო წელი უჩვეულო გარემოში იწყება. ჩვენთვის თითოეული მოსწავლის, სტუდენტის, მასწავლებლის, ლექტორის და ზოგადად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დაიწყოს დისტანციურად, ხოლო 1 ოქტომბერს ეს პროცესი ჩვეულ გარემოში გაგრძელდება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

სასწავლო პროცესი, 1-ლი ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გადაინაცვლებს.

არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები, შეიკარით თმა – რა წესები უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა სკოლაში

 

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას.

სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი. სიახლე მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

“იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში”, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორ აგრძელებს მსოფლიო სწავლას: რა შეცვალა კორონავირუსმა სკოლებში – შეადარე საქართველოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g