LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აგრძელებს მსოფლიო სწავლას: რა შეცვალა კორონავირუსმა სკოლებში – შეადარე საქართველოს

148
FORTUNA.GE (59)

კორონავირუსმა სკოლებში სწავლის პროცესში მთლიანად შეცვალა. ყველა თანხმდება, რომ ონლაინსწავლა კარგი არაა და ის ვერ ჩაანაცვლებს სკოლას. თუმცა არც კორონავირუსი აპირებს უკან დახევას. არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. რა არის სწორი, გავუშვათ ბავშვები სკოლაში, სადაც დაინფიცირების შანსი გაიზრდება, თუ ონლაინ გაგრძელდეს სწავლა.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, კრიტიკოსები ეყოლება, თუმცა სწავლა რომ აუცილებელია, ამაზე ყველა თანხმდება.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილება მიიღეს სხვა ქვეყნებში და როგორ აგრძელებენ სწავლას მსოფლიოში.

 

იტალია

დღეს, 14 სექტემბერს სწავლა დაიწყო იტალიაში.

მთავრობამ საჯარო სკოლებისთვის 11 მილიონ პირბადე და 170 ათას ლიტრი ანტისეპტიკური ხსნარი გამოყო.

გარდა ამისა, შესაძლებელია გაკვეთილების განრიგი შეიცვალოს ისე, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ნაკლებად გადაეკვეთონ ერთმანეთს. არ არის გამორიცხული ასევე სასწავლო პროცესის ორ ცვლად ჩატარება. მოსწავლეებს ერთადგილიან მერხებზე სვამენ. გაკვეთილებზე დასასწრებად ექვს წელზე უფროსი ასაკი ბავშვები ვალდებული იქნებიან, გამოიყენონ პირბადეები.

იტალიაში  ლიმიტირებული ბიუჯეტი სკოლაში შესვლის წინ ტემპერატურის გაზომვის ორგანიზების შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ ამ ვალდებულების გადაბარება მშობელზე იგეგმება.

ასევე აღნიშნულია, რომ  სიმტომების გაჩენის დროს მოსწავლის იზოლირება სკოლის ერთ-ერთ შენობაში მოხდება, შემდეგ კი მოსწავლეს მშობლებს გადააბარებენ, რომლებიც თავის მხრივ, ვალდებული არიან კონსულტაციისთვის ოჯახის ექიმის მიმართონ.

 

აშშ 

ეს არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული ჰყავს. ამის მიუხედავად სწავლა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 სექტემბერს დაიწყო. რასაკვირველია, არის გარკვეული შეზღუდვებიც.

სკოლები მოსწავლეებს ტემპერატურის შემოწმებითა და 2 მეტრის დაშორებით განთავსებული მერხებით შეხვდნენ. დისტანცია იქნება დაცული სკოლის ავტობუსებშიც, ავტობუსებში ნაკლები რაოდენობით ჩაისვამენ ბავშვებს.

პირბადის ტარება აუცილებელი არ იქნება და ასეთ გადაწყვეტილებას თავად სკოლის ხელმძღვანელობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. ზოგიერთმა სკოლამ მშობლებს არჩევანს შესთავაზა: ასწავლონ შვილებს კლასებში ან დისტანციურად.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გუბერნატორი ხელისუფლებას სწავლის გადადებას მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე სთხოვს.

 

იაპონია

გადაწყდა, რომ იაპონელი მოსწავლეები სკოლაში პირბადეებით ივლიან. ყველაზე ცხელ დღეებშიც კი ბავშვებს აკრძალული აქვთ ნიღბის მოხსნა. სკოლაში შესვლისას ბავშვებს ტემპერატურას გაუზომავენ. მშობლები კი ყოველდღიურად სპეციალურ ანკეტებს შეავსებენ, სადაც შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერენ. დისტანცია მერხებს შორის კორონავირუსის გამო გაზარდეს. იაპონელი მშობლები კრებებში მონაწილეობისგან დროებით გაათავისუფლეს.

 

გერმანია

გერმანიაში ბევრი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ბავშვები კომპიუტერებთან და პლანშეტებთან დიდ დროს ატარებენ. ამიტომ დიდხანს არ უფიქრიათ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოროანვირუსის მიუხედავად სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ.

 

შექმნილ ვითარებას ერგება ქართული განათლების სისტემაც. საქართველოში სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება. სკოლაში კი მოსწავლეები 1 ოქტომბრიდან წავლენ, თუ რაიმე კიდევ არ შეიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრომ მთელი რიგი რეგულაციები შეიმუშავა ბავშვებს გარკვეული წესებით შესრულება მოუწევთ.

ვრცლად იხილეთ სტატიაში:

არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები, შეიკარით თმა – რა წესები უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა სკოლაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g