LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილ ქალაქებში სწავლა გადაიდო

461
117949564-194381915450044-5409850047318247202-o

სასწავლო პროცესი მსხვილ ქალაქებში გადაიდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადავადდა.

” სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან.

სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება ბათუმსა და ქობულეთში. ამის შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g