თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლეს, გიგა ბოკერიას ფოთში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში აქტიურად ეხმარება. „ტაბულას“ დამფუძნებელი კარდაკარ დადის და პროპაგანდას უწევს გიგა ბოკერიას.
ამჯერად ჩვენი ყურადღება თამარ ჩეგროლეიშვილის განსაკუთრებულმა სტილმა მიიქცია. ორიგინალურად ჩაცმა მას ძალიან უყვარს და ფერთა გამაც ყოველთვის მხიარულია. მის გარდერობში მრავლად აღმოაჩენთ ფერად სამოსს. ფერთა სინთეზი თამარ ჩერგოლეიშვილის სუსტი მხარე ნამდვილად არ არის. წინასაარჩევნო შეხვედრებზე ის ჩნდება ერთი შეხედვით, საკმაოდ სადად ჩაცმული, თუმცა საინტერესო შტრიხები მის სამოსს ყოველთვის აქვს.













