LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოგრაფების საქმეზე გამართლებულები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

253
BeFunky-collage-3

ფოტოგრაფების საქმეზე გამართლებულებმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. სასამართლოში ადვოკატმა სარჩელი უკვე წარადგინა. როგორც ამირან გიგუაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ვალდებულია სრულად გაიზიაროს საერთაშორისო სტანდარტი და არ შემოიფარგლოს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენით.

„ყველა ხელისუფლება ვალდებულია, კანონიერი გზებით და საერთაშორისო სტანდარტებით იკისროს პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლების შეცდომებისა და დანაშაულებისათვის. მხოლოდ ასეთი მიდგომებით შეიძლება ნამდვილი სამართლიანობის დამკვიდრება და მართლმსაჯულების განვითარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეზე ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს და ბოლომდე მიიყვანს ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაწყებული სამართლიანობის აღდგენას“, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მიღებული განაჩენი გაუქმდა და ფოტორეპორტიორები სრულად გამართლდნენ. საუბარია ირაკლი  და ნათია გედენიძეებზე, ზურაბ ქურციკიძეზე და გიორგი აბდალაძეზე.

magti 5g