LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ადამიანი, ვინც არ არის პროექტის წევრი, ამ ჭაობში ვერ გაჩერდება“ – ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის თანამდებობიდან გადადგომაზე

184
Untitled design (2)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა დიდი იყო, რადგან დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილი აღარ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი ინტერესების დამცველს და კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელია“.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

ვიდეო: ლაზარე გრიგორიადისის დედის ემოცია, როცა შვილის შეწყალების შესახებ გაიგო

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც რევოლუციური სცენარების განვითარება სურთ, გაუგზავნა გზავნილი, რომ რამდენჯერაც არ უნდა ისროლონ მათ „მოლოტოვის კოქტეილი“, სახელმწიფოს, პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, ის მათ შეიწყალებს.

„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის“ – ვიოლა ფონ კრამონი

„ამით ერთხელ კიდევ უთხრა მან ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის აღტყინებული და მოწადინებული: „რამდენჯერაც ისვრით საქართველოს სახელმწიფოს, ქართული პოლიციისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილს“, ნუ გეშინიათ, სამართალს როდესაც დააყენებს ქართული სასამართლო, მე, რა თქმა უნდა, როგორც პროექტის ადამიანი და არა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის შევიწყალებ ადამიანებზე, პოლიციელებზე და ქართულ სახელმწიფოზე „კოქტეილის“ მსროლელს“ – ეს არის მისი გზავნილი, მისი პოზიცია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს მომავალი 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება – გიორგი აბდალაძე

ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის თანამდებობიდან გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არა პროექტის ადამიანი ამ ჭაობში ვერ გაძლებს.

„ის ადამიანები, ვინც არ არიან პროექტის წევრები და ვისაც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით საკუთარ თავზე აქვთ დანახული ტოტალიტარიზმის პირას მყოფი საქართველო როგორ გათავისუფლდა და როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ ქართული საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის ამ ტოტალიტარიზმიდან და სინგაპურიზაციიდან გამოყვანა და ადამიანმა, რომელმაც მთელი ეს სიმწარე, ტკივილი, დევნა და უსამართლობა, პატიმრობა თავის თავზე გადაიტანა და დღეს, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო თავისუფლებას ახლა ვიღაც არქმევს კრემლს და რუსეთს, რა თქმა უნდა, ვერ გაჩერდება ამ ჭაობში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g