შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა ფაბიან ოფნერმა თავისი სერიის „ნაწილებად დაშლილი ავტომობილების“ მორიგი ნამუშევარი წარადგინა. ამჯერად მან Audi R8 შეარჩია და ავტომობილის 10 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა.
იმისათვის რომ ფინალური კადრი შექმნილიყო, Audi-ს ტექნიკურ ჯგუფს სუპერქარის ნაწილებად დაშლა დასჭირდა. მათ ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ელექტრონიკა და გაგრილების სისტემა ცალ-ცალკე დაშალეს. შემდეგ ყველა დეტალი სათითაოდ გადაიღეს და ყველაფერი ერთ კადრში გრაფიკული რედაქტორის დახმარებით მოათავსეს.
საბოლოო შედეგი, ფაბიანის სხვა ნამუშევრების მსგავსად, მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.