LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოკოლაჟი: რა მოხდება, თუ კლიმატის ცვლილება არსებული ტემპით გაგრძელდება?

365
კლინტ ისტვუდი

კლიმატის ცვლილებები დედამიწას ყოველწლიურად ცვლის. რა მოხდება თუ ყველაფერი არსებული ტემპით გაგრძელდა? რა ბედი ეწევათ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ლოკაციებს?

იმ შემთხვევაში, თუ ყინულის მასიური დნობა და ოკეანეში ჩადინება გაგრძელდა, წყლის ქვეშ აღმოჩნდება იტალიის სიამაყე და  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულება – ვენეცია. „არხების ქალაქს“ პრობლემები ახლაც აქვს, თუმცა ზღვის დონის მატებასთან ერთად იგი შესაძლოა სრულიად დაიფაროს წყლით. კლიმატოლოგების ვარაუდით, უკეთესი დღე არც 93 მეტრიან „თავისუფლების ქანდაკებას” დაადგება, რომლის ნახევარზე მეტსაც წყალი დაფარავს. ტყეების ხანძრებისა და მასიური ჩეხვის გამო შესაძლოა სრულიად გაქრეს „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეები, ზამბიაში მდებარე ულამაზესი ჩანჩქერი „ვიქტორია“ კი სრულიად დაშრეს.

ოკეანეების დაბინძურება და ტემპერატურის მატება მნიშვნელოვან და უარყოფით გავლენას მოახდენს მთელ რიგ ეკოსისტემებზე, მათ შორის ავსტრალიაში მდებარე დიდ ბარიერულ რიფზე.

ჰაერის დაბინძურება და ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება დააზარალებს ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებს, როგორებიც „სტოუნ ჰენჯი“ და ათენის „პართენონია“.

ოვერპოპულაცია დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, დედამიწის მოსახლეობის რიცხვი კი იზრდება. ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ქალაქ მუმბაიში დღესდღეობით მრავალი ტურისტებისათვის საინტერესო ნაგებობაა, თუმცა მათი ეზოები უკვე რამდენიმე წელიწადში შესაძლოა სახელდახელოდ აშენებულმა სახლებმა დაფაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g