პლანეტის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი, ბრედ პიტი გამოცემა GQ Magazine-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და ფერადი იყო. არტ-სტილში გამოწყობილმა ბრედმა არაერთი იმიჯი მოირგო. ფოტოსესიისთვის მას მკვეთრი მაკიაჟიც უკეთია. მთავარ ფოტოზე მას „ლუი ვიტონის“ ლურჯი პერანგი აცვია.
ინტერვიუში 58 წლის ბრედმა სულიერ და მენტალურ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ანჯელინა ჯოლისთან მტკივნეულ განქორწინებაზეც ისაუბრა.
ფოტო: 57 წლის ბრედ პიტს „ბენჯამინ ბატონის“ სენი შეეყარა – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
ვიდეო: „მე უბრალოება მიზიდავს“ – ბრედ პიტი ახალ რეკლამაში შეუდარებელია