LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე უბრალოება მიზიდავს“ – ბრედ პიტი ახალ რეკლამაში შეუდარებელია

399
Untitledr

ათეულობით წელია, რაც ბრედ პიტი თავის დახვეწილ სტილსა და უზადო გარეგნობას ინარჩუნებს. როგორც თავად ამბობს, როდესაც საქმე ჩაცმულობას ეხება, ის უპირატესობას კომფორტს ანიჭებს.

შეხსნილი პერანგი, მზის სათვალე და ულვაში – 57 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები „ბაბილონის” გადასაღები მოედნიდან

სულ ცოტა ხნის წინ ბრედმა ყავის მოსახარში აპარატის, De’Longhi რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ვიდეოში პიტი მოტოციკლზე ჯდება და ბოლოს ყავასაც მიირთმევს. 57 წლის მსახიობი როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.

„წლები გემატებათ და გემატებათ ახირებები, კომფორტი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, -ამბობს ბრედი.

„თუ მე მაქვს სტილი, ეს სტილი არ არის, მე მომწონს სადა ტანისამოსი, მე უბრალოება მიზიდავს“, – განუცხადა ბრედმა ცოტა ხნის წინ გამოცემა Esquire-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები