ლოს-ანჯელესში, ახალ ფილმს, „ბაბილონს“ იღებენ, სადაც ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც ბრედ პიტი, მარგო რობი და ტობი მაგუაირი არიან.
სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოდენიდან ბრედ პიტის ფოტოები გავრცელდა. მას თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ გახსნილი ბაფთა და შეხსნილი პერანაგი ასრულებდა. 57 წლის ბრედი შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის ამ ეტაპზე პიტი საკმაოდ დაკავებულია, ის პარალელურად ორ პროექტზე მუშაობს. სანამ „ბაბილონის“ გადაღებები დაიწყებოდა, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბრედი და სანდრა ბულოკი ახალ, მძაფრსიუჟეტიან ფილმში „მატარებელი“ მიიღებენ მონაწილეობას, ეს მსახიობების პირველი ტანდემია.