LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პირველად ერთად – ბრედ პიტი და სანდრა ბულოკი მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში ითამაშებენ – პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

233
40123760-0-image-a-53-1615054896241

გასულ თვეს, კინემატოგრაფიის სივრცე საოცარმა სიახლემ მოიცვა. 57 წლის ბრედ პიტი და 56 წლის სანდრა ბულოკი ეკრანებზე ერთად პირველად გამოჩნდებიან. ოსკაროსანი მსახიობი თავისი ახლო მეგობრის, ჯენიფერ ენისტონის ყოფილ მეუღლეს პარტნიორობას ახალ ტრილერში, „მატარებელი“ გაუწევს. მძაფრსიუჟეტიან ფილმს იაპონელი მწერლის, მარია ბითლის რომანის მიხედვით იღებენ.

სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. გადაღებები ლოს-ანჯელესის ქუჩებში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, წინ სპეცეფექტებით დატვირთული ფილმი გველოდება. ბრედ პიტმა გადაღებებისთვის  სისხლიანი  მაისური მოირგო, ბულოკს კი ნაცემის იერი ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ახალი ფილმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები