LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთს ავტოპარკი ექნება და ახალი ავტობუსები ეყოლება, გზებიც კეთდება

125
პოტიიიიიიიიი

ფოთის მუნიციპალიტეტში, ავტოპარკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ავტოპარკის განახლება 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, ათ ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომლებსაც ქალაქი მიმდინარე წელს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს.

“ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები, ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ფოთში დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია მოძველებული ტრანსპორტის გამო. ავტოპარკის განახლების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს საჯარო ტრანსპორტით”, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში ავარიული გზების რეაბილიტაციაც დაწყებულია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სამ ქუჩაზე მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 ქუჩაზე დაიწყება. დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები