ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღითა მუცლის არეშია დაჭრილი.
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა “სენამედში” გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.