ფოთში მამაკაცს ეძებენ. ის სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, 30 წლის კაცმა ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან დატოვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები, სპეც ტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.