ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა კუნძულის უბნის სანაპიროზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ზღვაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა ის ზღვიდან მალევე ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.