ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურად მძიმეა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი პოლიტრავმით სენაკში კლინიკა “სენამედში”, მამაკაცი კი თავის ქალის ტრავმით ბათუმში სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
