ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი Ji Xiang Song მეორე დღეა იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მცურავი საშუალება საქართველოში რუმინეთიდან შემოვიდა და ამ დრომდე რეიდზე დგას.
პორტის სანიტარული ინსპექციის სამსახურის ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ეკიპაჟის წევრები გემის დატოვებას არ აპირებენ. პორტის ინსპექციის ცნობით, დეკლარაციით არ არის გადმოცემული ის, რომ გემზე რაიმე დაავადების მატარებელი პირი არ იმყოფება.
რაც შეეხება ამ შემთხვევაში გასატარებელ აუცილებელ უსაფრთხოების ზომებს, ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ეკიპაჟის წევრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.
გემი ფოთის პორტში ხვალ შემოვა და 3-4 დღის განმავლობაში ნავსადგურის საზღვაო ტერიტორიაზე დარჩება.
რისკები გლობალურად გაიზარდა, ჩვენც მაღალი რისკის ქვეშ ვართ – პედიატრი კორონავირუსზე (ვიდეო)