ფოთში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით ინფიცირებული ექიმი ქობულეთის კლასტერიდანაა.
მისი თქმით, COVID 19-ით დაინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.