ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან წყალმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ნაპირთან ახლოს ქალის ცხედარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შეამჩნია და სამაშველო სამსახურსა და პოლიციას დაუკავშირდა.
გარდაცვალების მიზეზებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.