ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.
ცეცხლის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.