LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში საფეიქრო ტექსტილის საწარმო შეიქმნება

226

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ქალაქ ფოთში საფეიქრო ტექსტილის საწარმო შეიქმნება.

ამ მიზნით კომპანია 9  136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასააქმდება.

როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,ეს არის ძალიან მსხვილი საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი კომპანია.

მისივე თქმით, საწარმოს სიმბოლურ ფასად 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცემა.

„ეს ნაკვეთი ახლა უვარგისია, მაგრამ კომპანია აპირებს, რომ განაახლოს და იქ ახალი საწარმო ააშენოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g