LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

France 24: საფრანგეთში არავაქცინირებულ მედმუშაკებს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ

96
1

საფრანგეთის ხელისუფლება ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციას უფრო მკაცრად მოითხოვს.

როგორც ფრანგული მედია წერს, დღეიდან ქვეყნის მთავრობას ემუქრება ათიათასობით ჯანდაცვის მუშაკთან უთანხმოება ახალი წესის გამო, რომელიც გულისხმობს მედპერსონალის ვაქცინაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან დათხოვნას ანაზღაურების გარეშე.

France 24-ის ინფორმაციით, დღეიდან საავადმყოფოს პერსონალმა, სასწრაფო დახმარების მძღოლებმა, საპენსიო სახლებში მომუშავეებმა, კერძო ექიმებმა, სახანძროს თანამშრომლებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ხანდაზმულებს უვლიან, უნდა წარადგინონ ცნობა სულ მცირე, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების თაობაზე.

ასეთი ადამიანი კი საფრანგეთში 2.7 მილიონია.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ულტიმატუმის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა.

გადაწყვეტილების პარალელურად, საფრანგეთში არ წყდება ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა პროტესტი.

პარიზში, გუშინ პროფკავშირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ დემონსტრაციას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.

ქვეყნის საჯარო სექტორის ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანება CGT ხელისუფლებას “ჯანმრთელობის კატასტროფის” შესახებ აფრთხილებს.

დემონსტრაციას შეუერთდნენ ჯანდაცვის მუშაკებიც, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მოთხოვნა და ვალდებულება დამამცირებელია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g