ფრანგ მილიარდერებს, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხის გადარიცხვის ინიციატივით გამოვიდნენ, ამ დრომდე თანხა არ გადაურიცხავთ. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „usatoday“ ავრცელებს.
„მსხვილ დონორებს ამ დრომდე არც ერთი ცენტი გადაუხდიათ, შემომწირველებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, სად მიდის მათი თანხა “,- განაცხადა ნოტრ დამის პრესმდივანმა, ანდრე ფინომ.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ, ათობით მილიარდერმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდა საფრანგეთის მთავრობას ნოტრდამის აღდგენაში.
100 მილიონი ევრო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის
მილიარდერი მზადაა, ნოტრდამის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა განადგურდა. ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ფარდულს და ორ მთავარ კოშკს.