LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებს გამოუყენებელი საკვების სპეციალურ პუნქტში ჩაბარება მოუწევთ

122
1920x1080_cmsv2_341b8f8f-6c21-57

ამიერიდან საფრანგეთის ყველა მკვიდრი იძულებული იქნება ვადაგასული პროდუქტი და საკვები ნარჩენები გადასამუშავებლად ჩააბაროს. სიახლის შესახებ euronews.green წერს.

ფრანგებს მოუწევთ, რომ ეს ნარჩენები სახლებთან სპეციალურ კონტეინერებში მოათავსონ ან მუნიციპალიტეტის შეგროვების პუნქტებში მიიტანონ.

წარსულში ასეთი ვალდებულება მხოლოდ იმათ ეკისრებოდათ, ვინც წელიწადში 5 ტონაზე მეტ ასეთ ნარჩენს აწარმოებდა.

ორგანულ ნაგავს ბიოგაზად ან სასუქად გადაამუშავებენ. მსურველებს ნარჩენების გადამუშავება დამოუკიდებლადაც შეეძლებათ.
წესის შეუსრულებლობისთვის დასაწყისისთვის ჯარიმები არ იმოქმედებს.

საინტერესოა, რომ ევროსტატის ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ევროპელი წელიწადში 131 კილოგრამ ნაგავს ყრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები