LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგი ,,სპაიდერმენი” 152 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე აძვრა (ვიდეო)

233
BeFunky-collage (2)

57 წლის ალენ რობერი, რომელიც საფრანგეთში და მის საზღვრებს გარეთ „ადამიანი ობობას“ სახელით არის ცნობილი, ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ექსტრემალი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე 152 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე აძვრა.

როგორც ფრანგული მედიასაშუალებები წერენ, რობერს ცათამბჯენ „არიანეს“ სახურავზე ასვლამდე მხოლოდ რამდენიმე მეტრი რჩებოდა, თუმცა მან სახურავზე ასვლა ვერ მოახერხა და ბოლო სართულზე ფანჯრიდან შევიდა.

ცათამბჯენის დაპყრობის შემდეგ ქვევით ჩასულ ექსტრემალს ადგილზე სამართალდამცველები დახვდნენ და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ალენ რობერმა საერთაშორისო მასშტაბით სპეციალური აღჭურვილობის გარეშე 130-მდე ცათამბჯენი დაიპყრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g