2019 წლის თებერვლიდან, ირ. აბაშიძის ქუჩა #21ა-ში, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს ფრანგული გემო Ladurée -ს რესტორანში.
მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად Ladurée-ში წარმოდგენილი იქნება ფრანგული სამზარეულო. ქართველ კულინარებთან ერთად იმუშვებს საერთაშორისო კულინარიული გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ცნობისთვის, Ladurée არის ფრანგული საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლი, რომელიც ყოველდღიურად 15,000 მაკარონს ყიდის. Ladurée-ში კერძები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნატურალური პროდუქტებით იქმნება.
ეს ყველაფერი 1862 წელს დაიწყო, როდესაც ლუი ერნესტ ლადუღემ პარიზში დააარსა საცხობი. ლუი ერნესტ ლადუღეს მეუღლეს, ჟან სუშაღდს, ჰქონდა სტილების შერევის, პარიზული კაფისა და საკონდიტრო მაღაზიის შერწყმის იდეა, რამაც შექმნა პირველი ჩაის სალონი ქალაქში.
Ladurée მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, დღეს კი Ladurée უკვე საქართველოშია.