LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული კლასიკა დაბრუნდა – შარლოტა გინსბურგმა „ზარასთვის“ ახალი კოლექცია შექმნა

147
vogg

მსახიობი შარლოტა გინსბურგი ერთ-ერთი ყველაზე მოდურად და ორიგინალურად ჩაცმული ვარსკვლავია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა კონტაქტი გააფორმა კომპანია „ზარასთან“ და ბრენდისთვის ახალი მოდელების ექსკლუზიური კოლექცია შექმნა. 50 წლის მსახიობმა, რომელიც წლებია „ივ სენ ლორანის“ მუზაა, ამჯერად საშუალო კლასის ბრენდის სამოსზე გააკეთა აქცენტი და მოდაში ნამდვილი ფრანგული კლასიკა დააბრუნა. ეს გალავთ ტანზე მომდგარი ჯინსები, ბლუზები, უბრალო მაისურები და კლასიკური პალტოები დეტალებით.

50 წელს გადაცილებული ლამაზმანები – კარლა ბრუნი და შარლოტა გინსბურგი „ივ სენ ლორანის“ ჩვენებაზე

შარლოტა გინსბურგმა გადაწყვიტა ახალ კოლექციაში ის სტილი ჩაედო, რომელიც მას თავად უყვარს, ახლა ყველა მსურველს შეუძლია ჩაიცვას ისე, როგორც აცვია შარლოტას.

ინტერვიუში გინსბურგმა თქვა, რომ საკუთარ სტილს დიდხანს ეძებდა და ბოლოს აქცენტი კომფორტზე გააკეთა.

ცნობილია, რომ შარლოტა გინსბურგის მიერ „ზარასთვის“ შექმნილი კოლექცია გაყიდვაში 7 ოქტომბერს გამოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები