LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული Ligier 50 წლის იუბილეს განსაკუთრებული „მუსტანგით“ აღნიშნავს

122

ფრანგული Ligier 50 წლის იუბილეს განსაკუთრებული „მუსტანგით“ აღნიშნავს. ავტომწარმოებელმა, რომელმაც სახელი სარბოლო ავტომობილებისა და სპორტქარების წარმოებით გაითქვა, ახალი მოდელი დააანონსა.

პირველი გამოსახულების მიხედვით, სიახლე Ford Mustang-ის მოდიფიცირებული ვერსია იქნება. სპორტქარი Ligier-ის დიდი ხნის პარტნიორთან ფირმა Onroak Automotive-თან თანამშრომლობით აიგო. მან 3,7 ლიტრის მოცულობის V6 ძრავი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ 335 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ასეთ აგრეგატებს ადრე „მუსტანგებს“ უმონტაჟებდნენ ხოლმე. წინასწარი ინფორმაციით, სიახლის დებიუტი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი და მისი გაყიდვა ნოემბრის თვიდან დაიწყება. ინოვაციური „მუსტანგის“ ფასი 89 ათასი ევრო იქნება და განსხვავებით სხვა სპორტქარებისგან მის სალონში ადგილი 4 მგზავრისთვისაა განკუთვნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები