კომპანია „Sejourning“ეძებს ადამიანს, რომლის მთავარი მოვალეობაც სხვადასხვა კურორტების მონახულება და შემდეგ თავისი ემოციების დეტალურად აღწერა იქნება. იღბლიანი თანამშრომელი 3 თვის განმავლობაში საფრანგეთის გარშემო იმოგზაურებს და ყველაზე ლამაზ ადგილებს ესტუმრება. მას ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში განათავსებენ და ბოლოს ყველაფერთან ერთად, ტურისტს საკმაოდ სოლიდური ხელფასი – 3 300 ევროც ექნება. „საოცნებო სამსახურის“ მიღების მსურველებს დრო 20 აპრილამდე აქვთ, კომპანია განაცხადებს სწორედ ამ დრომდე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კანდიდატს არც დიპლომი და არც რაიმე განსაკუთრებული უნარები არ მოეთხოვება, ის უბრალოდ ცნობისმოყვარე და სტერეოტიპებისგან თავისუფალი უნდა იყოს. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მონაცემები გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@sejourning.com.