“პორშეს” ისტორიაში, პირველი ჰიბრიდული ავტომობილი, სწორედაც, რომ ფრაკფურტის ავტოშოუზე იქნა წარმოდგენილი. იდეალური დიზაინისა და ძრავის მქონე გერმანული მონსტრი, „ტესლას“ საკონკურენციოდ ემზადება.
ავტომობილს ორი ელექტრული ძრავი აქვს, რომელიც „პორშე 918“-ის ძრავს წააგავს, მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალას შეადგენს და 100კმ/სთ-ს 4,3 წამში ანვითარებს. მაქსიმალურ სიჩქარეს კი 12-დან 15 წამში „კეტავს“. გარდა ამისა ავტომობილს რევოლუციური, 800 ვოლტიანი ელექტროსამართავი სისტემა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, არის ოთხ ადგილიანი.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ავტომობილს თავისუფლად შეუძლია ერთი დამუხტვით 500კმ-ს გავლა და თუ ენერგია გამოგელევათ, ძირითად ძრავს, დამხმარე ჩაანაცვლებს და ავტომობილი კიდევ 400კმ-ს გაგატარებთ. რაც შეეხება ინტერიერს, იგი ძალიან გავს, განახლებულ „პანამერას“.
ჯერჯერობით გერმანელები არ ახმაურებენ საბაზრო ღირებულების ან წარმოების შესახებ ინფორმაციას, თუმცა თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ავტომობილზე მუშაობა უკვე დაწყებულია.