საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში, მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.

გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.
საქართველოს სტენდთან ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაციები ტარდება.

Imex Frankfurt-ს წელს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.