LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფრანკო ფონატანაში” წინასააღდგომო აქცია დაიწყო

169

საიუველირო მაღაზიათა ქსელი ”ფრანკო ფონატანა”   მოხმარებელს სრულ კოლექციაზე წინასააღდგომო აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებების აქცია სახელწოდებით ”გამოიყენე შანსი” დღეიდან დაიწყო და ის მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

”აქცია მიმდინარეობს როგორც ვერცხლის, ისე ოქროს ნაკეთობებზე.  ოქროს სამკაულების შეძენა მსურველს 30-დან 50% -ამდე ფასდაკლებით შეუძლია. რაც შეეხება ვერცხლის ნაკეთობებს, მათზე მოქმედებს აქცია 1+1. ანუ 1 სამკაულის შეძენის შემთხვევაში, იმავე ღირებულების მეორე სამკაულს საჩუქრად მიიღებთ”, -აღნიშნეს ”ფრანკო ფონტანაში”.

იტალიური წარმოების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების საიუველირო მაღაზიათა ქსელი ”ფრანკო ფონტანა” საქართველოში 2008-2009 წლიდანაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე თბილისში ”ფრანკო ფონატანს” 3 მაღაზია ფუნქციონირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g