LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრაქცია „ლელოს“ წევრები ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებიან

105
ფრაქცია

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ვაშინგტონში მიემგზავრებიან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, “ლელოს” დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის აშშ-ის კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.

„ “ლელოს” დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენ პრაისთან და კონგრესმენ სმითთან, ისევე როგორც ვაშინგტონის წამყვანი პოლიტიკური ინსტიტუტების ლიდერებთან, როგორიცაა Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი, The US German Marshall Fund-ის დემოკრატიული ინიციატივების დირექტორი ჯონათან კატცი, CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰეზერ კონლი, National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტი კარლ გერშმანი და რუსეთის და ევრაზიის დირექტორი მირიამ ლანსკოი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები შედგება სენატორთა და კონგრესმენთა ოფისების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

“შეხვედრებისას განხილული იქნება მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების აღსრულების პროცესი, ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველოს NATO-სა-სა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მნიშვნელობა, ისევე როგორც “ლელოს” საპარლამენტო პრიორიტეტები”, – აცხადებენ „ლელოში“.

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ვაშინგტონში დღეს ღამის 02:00 საათზე გემგზავრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g