LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფრაქციის შექმნაზე ვმუშაობთ” – ვისთან აპირებს თანამშრომლობას “სტრატეგია აღმაშენებელი”

80
თეონა აქუბარდია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი თეონა აქუბარდია პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფრაქციის შექმნაზე მუშაობენ.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, იმ დრომდე, სანამ ფრაქცია შეიქმნება, პარლამენტში შესულ ყველა ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლებენ და უფრაქციო დეპუტატის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ.

მისივე თქმით, პარლამენტში ითანამშრომლებენ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან:

“ჩვენ ვიქნებით აქტიურები პარლამენტში და ყველა პრობლემატურ საკითხზე, რომელიც არის ქვეყანაში, დავსვამთ კითხვებს. რაც შეეხება ფრაქციის შექმნას, ჩვენ ვმუშაობთ ფრაქციის შექმნაზე, თუმცა, სანამ ეს მოხდება, გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს უფრაქციო დეპუტატს, ამასთანავე, ვაპირებთ თანამშრომლობას პარლამენტში ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდა იმისათვის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ”. – აღნიშნა აქუბარდიამ.

ვისაც პარლამენტში ფეხი შეეპარა, დაუყოვნებლივ დატოვოს ბოროტების სასახლე – შალვა ნათელაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები