LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა… წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით… მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა“ – ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი

210
სილვინიო

წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით. ასევე პირველად წავაგეთ. მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა, სილვინიომ საქართველო-ალბანეთის თამაშთან დაკავშირებით.

„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ორივე გუნდი დაცვაში კარგად იდგა და ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. ვიცოდი, რომ გუნდი, რომელიც პირველ გოლს გაიტანდა, პრაქტიკულად მოიგებდა. ეს იყო მათი მწვრთნელის არჩევანი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს. წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით. ასევე პირველად წავაგეთ. მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა“, – განაცხადა სილვინიომ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ნიკოლოზ ტაბატაძე: „ისე როგორც არასდროს, ახლა შეგვიძლია ვთქვათ – საქართველო ფეხბურთით სუნთქავს, თამაშიდან თამაშამდე, ბილეთების რიგის დრამებამდე, ახალბედა ქომაგების შეყვარებამდე და ეს ყველაფერი უმშვენიერესია“

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელია: კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე

ვიდეო: „ეს აღნიშვნა ბევრს ეშლება, ჩემთვის არის კაპიტანი ამერიკა“ – რას ნიშნავს გიორგი ქოჩორაშვილის გოლების აღნიშვნის ჟესტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g