მოძრაობის “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ფრენები იხსნება, კომენდანტის საათი რჩება და ტრანსპორტი არ მუშაობს. ჩამოფრინდა გერმანელი ტურისტი საღამოს 11 საათზე.
ამოცანა გვეკითხება: როგორ უნდა მოხვდეს ის სასტუმროში:
ა) არა უშავს, ფული აქვს და გადაიხადოს 2000 ლარიანი ჯარიმა
ბ) უჩინმაჩინის ქუდით
გ) მფრინავი ხალიჩით
დ) იჯდეს აეროპორტში და დილას წავიდეს”,- წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება, ნაწილი კი პირველ მარტამდე გახანგრძლივდება.
რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლიდან უქმდება