ლეგენდარულმა რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ საკულტო ფილმის, „ნათლია 3“–ის მესამე ნაწილის ახლებური ვერსიის გამოსვლა დააანონსა.
აღსანიშნავია, რომ მარიო პიუზოს ,,ნათლია, კოდა: მაიკლ კორლეონეს სიკვდილი” ეწოდება და მას ტრილოგიის უფრო შესაფერისი დასასრული იქნება.
„ფინალის ამ ვერსიისთვის მე ახალი დასაწყისი და დასასრული შევქმენი, გადავანაცვლე რამდენიმე სცენა, კადრი და მუსიკალური გაფორმება“, – განაცხადა კოპოლამ.
განახლებული ვერსია მიმდინარე წლის დეკემბერში, რამდენიმე კინოთეატრში გაეშვება.