მახსოვს, როგორ დაიწყო აფხაზეთის, ცხინვალის კონფლიქტი. იგივე გზას ვადგავართ ახლაც – ეს განცხადება ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია პარლამენტი დავით გარეჯის საკითხში ჩაერიოს და მალე გადაწყვიტონ.
„იგივე გზას ვადგავართ. ყველაფერი ასე დაიწყო. სწორედ, ამისთვის საჭიროა, რომ ძალიან ჭკვიანად ვიყოთ,“ – განაცხადა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.
ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს (ვიდეო)
ამ ფაქტის შემდეგ ქართული საზოგადოების მხრიდან მასშტაბური მსვლელობა დაიგეგმა, დღევანდელ მშვიდობიან აქცია-მსვლელობაში საქართველოს 9 ეპარქიაც მონაწილეობს.