რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) განცხადებით, „უკრაინის სპეცსამსახურებმა ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი აფეთქების მცდელობა აღკვეთეს”.
მათივე განცხადებით, ბომბი უკრაინაში საქართველოს გავლით წაიღეს. უფრო ზუსტად კი, ფსბ-ის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა „ჩადებული იყო „შევროლეტ ვოლტში“, რომელიც რუსეთში უკრაინიდან საქართველოს გავლით ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა.
ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
პუტინმა ყირიმში ტერორიზმის საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა და დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა
„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე” – ვლადიმერ პუტინი
„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე” – ვლადიმერ პუტინი
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ იგეგმებოდა მანქანის მიწოდება კერძო გადამზიდის მიერ მართული ავტომზიდით კრასნოდარის მხარეში.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყირიმის ხიდის აფეთქება ჩვენ არ შეგვიკვეთავს” – ზელენსკი
ფსბ-ის თანახმად, ამის შემდეგ ეს მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა და ყირიმში ყირიმის ხიდის გავლით შესვლის შემდეგ „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად გადაიქცეოდა“.
ფსბ-ს განცხადებით, მათ „მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა“ და ასევე დააკავეს ყველა პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა”.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას
მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ